13 ადგილი სახლში, რომელსაც ქურდები პირველ რიგში ამოწმებენ
1771878200
ერთ-ერთ ელჩს პირდაპირ ვუთხარით, კი ბატონო, თქვენ გვთხოვთ, რომ შემოვიტანოთ გაზი ან ნავთობი სხვა სახელმწიფოდან [და არა რუსეთიდან], მაგრამ უფრო ძვირი რომ ღირს, რა გავაკეთოთ? - გაიხსენა ერთ-ერთ ელჩთან საუბარი ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა გადაცემაში „დღის ქრონიკა“.
დეპუტატმა ელჩის პასუხიც მოიყვანა და აღნიშნა, რომ ელჩების ამგვარი მოწოდებების ფონზე რჩება მხოლოდ მოსახლეობისთვის ახსნა იმისა, თუ რა ხდება რეალურად.
„ძვირი ნავთობი ნიშნავს ძვირ ბენზინს, ძვირ დისტრიბუციას, გაძვირებულ პურს და სასურსათო კალათას. ვუთხარით, რას გვირჩევთ მაშინ, მოდით, თქვენ, ბრიტანელებმა მოგვეცით იგივე ფასად, როგორც შეიძლება, რომ რუსეთიდან შემოიტანოს ქვეყანამ და ჩვენ მზად ვართ, მეორე დღესვე ჩავანაცვლოთ ყველაფერი. იცით, პასუხი რა იყო? - მერე რა, თუ გაძვირდება პური და რაღაცები, ევროპის დიდი ნაწილი მაინც ასე გაძვირებულს იხდის და თქვენმა მოსახლეობამაც გადაიხადოს, დიდი ამბავი, ეს ფასი თქვენც ხომ უნდა გადაიხადოთო. აი, ამაზეა აქ საუბარი. არ მინდოდა ამ დეტალებზე საუბარი, მაგრამ როდესაც ასეთ მოწოდებებს ვისმენთ ამ ელჩებისგან, სხვა აღარაფერი დაგვრჩენია გარდა იმისა, რომ მოსახლეობას ავუხსნათ, რეალურად რაშია საქმე“, - განაცხადა მახაშვილმა.