მაკა ბოჭორიშვილმა გაცნობითი შეხვედრა გამართა საქართველოში ყაზახეთის რესპუბლიკის ახლად დანიშნულ ელჩთან

მაკა ბოჭორიშვილი

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა გაცნობითი შეხვედრა გამართა საქართველოში ყაზახეთის რესპუბლიკის ახლად დანიშნულ ელჩთან, ტალგატ ადუოვთან.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და ყაზახეთის რესპუბლიკას შორის სტრატეგიულ პარტნიორობასა და ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის აქტუალურ საკითხებს. აღინიშნა მაღალი დონის ვიზიტების ურთიერთგაცვლის მნიშვნელობა და ამ კონტექსტში ხაზი გაესვა ახლო მომავალში ყაზახეთის პრეზიდენტის ვიზიტის განხორციელების შესაძლებლობას.

ყურადღება ასევე გამახვილდა „შუა დერეფნის“ განვითარების მიმართულებით თანამშრომლობასა და ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაძლიერებაზე.

საგარეო საქმეთა მინისტრმა ყაზახეთის რესპუბლიკის ელჩს წარმატებები უსურვა მომავალ საქმიანობაში.

✕