წვიმა, თოვლი, -7 გრადუსამდე ყინვა - 14 დეკემბრის მოსალოდნელი ამინდი საქართველოს რეგიონებში
1765655329
საქართველო მზად არის განაახლოს დიალოგი ურთიერთპატივისცემის საფუძველზე, თუ ევროკავშირი გადაწყვეტს მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნებას, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა ესპანურ საინფორმაციო სააგენტო EFE-სთან ინტერვიუში
„ურთიერთობები ევროკავშირთან არ არის საუკეთესო მდგომარეობაში [...] ჩვენ მოვუწოდებთ ევროკავშირს, გამოიჩინოს სიმტკიცე ამ საკითხში, რათა გამოვიდეთ ჩიხიდან. საქართველო ევროკავშირთან ურთიერთობაში სტრატეგიული მოლოდინის პერიოდშია. თბილისი იმედოვნებს, ევროკავშირი მიხვდება, რომ საქართველო რეგიონში საიმედო პარტნიორია“, - აღნიშნა მინისტრმა.