ლაშა ბექაურის დედა მიმართვას ავრცელებს
1734944530
იგივე გამოვიარეთ კანდიდატის სტატუსის მიღებამდე - არნახული ზეწოლა საქართველოზე და არნახულად ცუდ კონტექსტში საქართველოს წარმოჩენა, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“.
მან იმედი გამოთქვა, რომ არჩევნების შემდეგ არსებული უარყოფითი რიტორიკა შეიცვლება და ევროკავშირთან ურთიერთობები საქმიან რეჟიმში გადავა.
„ჩვენ ათი წელი ვემზადებოდით იმ მომენტისთვის, რომ საქართველოს ევროკავშირთან დაახლოება ყოფილიყო ისეთი, რომ ევროკავშირს შესძლებოდა მსგავსი გადაწყვეტილების მიღება. 2022 წლიდან 2023 წლამდე ბევრი არაფერი შეცვლილა გარდა იმისა, რომ ძალიან რთულ პერიოდს გავდიოდით და ძალიან ბევრ ცრუ ბრალდებასთან გვიწევდა გამკლავება. 2023 წელს შევძელით დამსახურებულად, ბრძოლის შედეგად იმის მიღება რაც ქართულ სახელმწიფოს, ხალხს და საქართველოს ხელისუფლებას ეკუთვნოდა, იმისთვის რომ მოახერხა 2014 წლიდან 2024 წლამდე საქართველო ყოფილიყო ყველა პარტნიორს შორის ლიდერი. დარწმუნებული ვარ, იგივე იქნება, უბრალოდ გვაქვს გასავლელი ეს რთული მონაკვეთი. იმედი მაქვს, რომ საქართველოსთან დაკავშირებით უარყოფითი რიტორიკა შეიცვლება და საქმეზე გადავალთ. დღეს ევროკავშირი და საქართველო სერიოზულ საკითხებზე არ საუბრობს, გამოდის რომ რაღაც რიტორიკის რეჟიმში ვართ, რაც ბუნებრივად უნდა შეიცვალოს. სხვანაირად ამ ურთიერთობების განვითარება წარმოუდგენელია. იმედი მაქვს, რომ ეს მოხდება, თუმცა მანამდე, როგორც ვხედავთ დღის წესრიგი ისეა გაწერილი, რომ ყოველ კვირა ოპოზიციას რაღაც აინტერესო მოვლენაზე უნდა ჰქონდეს სასაუბრო. მჯერა, ქართული საზოგადოების სიბრძნის, როდესაც უბრალო ადამიანებს ქუჩაში ესაუბრები, ხვდები რამდენად შეიძლება დაეყრდნო ამ საზოგადოებას, რომელიც სწორად ფიქრობს და დარწმუნებული ვარ 26 ოქტომბერი იქნება კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ ამ საზოგადოებაზე გავლენის მოხდენა ასე მარტივად არ შეიძლება“, - განაცხადა ბოჭორიშვილმა.
ლაშა ბექაურის დედა მიმართვას ავრცელებს
1734944530