მაკა ბოჭორიშვილი: მადლობა ეუთოს გენერალურ მდივანს ამ რანგში საქართველოში ვიზიტისთვის - მისი ვიზიტი მნიშვნელოვანი გზავნილი და მნიშვნელოვანი ნაბიჯია

მაკა ბოჭორიშვილი

გენერალურო მდივანო, თქვენი ვიზიტი საქართველოში მნიშვნელოვანი გზავნილი და მნიშვნელოვანი ნაბიჯია. საქართველო არის ეუთოს ის მონაწილე ქვეყანა, რომლისთვისაც ევროპის უსაფრთხოებისთვის და თანამშრომლობისთვის ზრუნვა ყველაზე რელევანტური და მნიშვნელოვანია, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა ეუთოს გენერალურ მდივანთან ერთობლივ ბრიფინგზე.

„მადლობა მას ამ რანგში საქართველოში ვიზიტისთვის. მიმდინარე წელს ჩვენ უკვე რამდენჯერმე შევხვდით, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, თუ რა მნიშვნელობა აქვს საქართველოსთვის ეუთოს და ასევე გენერალური მდივნის მხრიდან აქტიური თანამშრომლობის თანამშრომლობის მზაობას უსვამს ხაზს, რისთვისაც კიდევ ერთხელ მადლობას გადავუხდი მას“, - აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.