მაკა ბოჭორიშვილი: ჩვენ ვხედავთ, თუ რა მასშტაბი აქვს მიღებული საქართველოსთან მიმართებით საგარეო ჩარევებს, თუ როგორ ხდება ქვეყნის საშინაო პოლიტიკაში სხვადასხვა ინსტრუმენტის გამოყენება საგარეო აქტორების მხრიდან

მაკა ბოჭორიშვილი

საქართველო არის სუვერენული სახელმწიფო. ჩვენ ვიბრძვით სწორედ თავისუფლებისთვის და ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისთვის. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რათა საქართველომ შეძლოს საერთაშორისო თანამეგობრობის ღირსეული წევრობა საკუთარი ინტერესების მაქსიმალურად დასაცავად, - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა.

„ამისათვის, ბუნებრივია, ჩვენ ჯერ კიდევ გვჭირდება ბრძოლა, ძალიან ბევრ გამოწვევასთან გამკლავება, მათ შორის საგარეო ჩარევებთან და ჩვენ ვხედავთ, თუ რა მასშტაბი აქვს მიღებული საქართველოსთან მიმართებაში საგარეო ჩარევებს, თუ როგორ ხდება ქვეყნის საშინაო პოლიტიკაში სხვადასხვა ინსტრუმენტის გამოყენება საგარეო აქტორების მხრიდან, რათა გავლენა მოახდინონ ქვეყნის შიდა პოლიტიკაზე, გავლენა მოახდინონ ქვეყნის შიგნით მიმდინარე პროცესებზე“, - აღნიშნა ბოჭორიშვილმა.