„პირველად ვამბობ ამას… ესენი არიან მატყუარა არსებები..." - გოგა მანია
1770582209
ბუდაპეშტის გლობალური დიალოგი არის ის ფორმატი, სადაც ძირითადად განიხილავენ უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებს, ძალიან კარგი შესაძლებლობაა, როდესაც საქართველო მოწვეულია ამ ფორმატში და გვაქვს შესაძლებლობა, ჩვენი ქვეყნის გამოწვევებზე, ხედვებზე ვისაუბროთ, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა ბუდაპეშტში განაცხადა, სადაც ბუდაპეშტის გლობალურ დიალოგში მონაწილეობს.
„ამ ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ როგორც ოფიციალური პირები, ასევე კვლევითი ორგანიზაციების წარმომადგენლები, როგორც ევროპის სხვადასხვა ქვეყნებიდან, ასევე ამერიკის შეერთებული შტატებიდან. რა თქმა უნდა, ძალიან კარგი შესაძლებლობაა, როდესაც საქართველო არის მოწვეული ამ ფორმატში და ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, სწორედ საქართველოს გამოწვევებზე, საქართველოს ხედვებზე ვისაუბროთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია დღეს მსოფლიოში მშვიდობისთვის ბრძოლა, მშვიდობის დაცვა. განსაკუთრებით ჩვენს რეგიონში, სადაც ერთგვარად გადაკვეთა ხდება ძალიან ბევრი გამოწვევის და ბევრი ინტერესის. აქედან გამომდინარე, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უნგრელ პარტნიორებთან ერთად ამ ღონისძიებაში მივიღებთ მონაწილეობას და მექნება ეს შესაძლებლობა, რომ განვიხილოთ ჩვენთვის მნიშვნელოვანი საკითხები“,- განაცხადა ბოჭორიშვილმა.
მისივე თქმით, ვიზიტის ფარგლებში ექნება შესაძლებლობა საქართველო-უნგრეთს შორის ურთიერთობები კიდევ ერთხელ განიხილონ.
როგორც ბოჭორიშვილმა განაცხადა, უნგრეთი საქართველოს მტკიცე მხარდამჭერია ჩვენი ქვეყნის ევროპულ გზაზე.
„რა თქმა უნდა, ბუდაპეშტში ვიზიტი არის კარგი შესაძლებლობა, კიდევ ერთხელ განვიხილოთ ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობები. იცით, რომ უნგრეთი არის საქართველოს ძალიან მტკიცე და ხმამაღალი მხარდამჭერი, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საკითხი ეხება საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას, საქართველოს ურთიერთობებს ევროკავშირთან. ამ კონტექსტში, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ განვიხილოთ ყველა ის გამოწვევა თუ მნიშვნელოვანი საკითხი, რაც დგას საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებში, ასევე, ის თემები, რომელიც უკავშირდება ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო ორგანიზაციებში პოზიციონირებას. ამ შემთხვევაშიც უნგრეთის მხარდაჭერა არის ძალიან მნიშვნელოვანი და ჩვენი თანამშრომლობა სხვადასხვა მიმართულებით წარიმართება.
იცით, რომ ჩვენ გვაქვს ძალიან მჭიდრო ურთიერთობები ყველა მიმართულებით. მთავრობებს შორის არის ინტენსიური პოლიტიკური დიალოგი. სხვადასხვა სექტორია მინისტრები მუდმივად იმყოფებიან თავიანთ უნგრელ კოლეგებთან კონტაქტზე და რა თქმა უნდა, ამის ერთგვარი შეჯამება არის ძალიან მნიშვნელოვანი“,- განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.