მაკა ბოჭორიშვილი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ევრონიუსის ფორუმში მიიღებს მონაწილეობას

მაკა ბოჭორიშვილი

2026 წლის 16 სექტემბერს, ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი არაბთა გაერთიანებულ საამიროებს ეწვევა, სადაც მონაწილეობას მიიღებს ევრონიუსის ფორუმში, რომელიც არაბული მედია სამიტის ფარგლებში გაიმართება.

ვიზიტის ფარგლებში, ასევე დაგეგმილია საგარეო საქმეთა მინისტრის ორმხრივი შეხვედრები.