მაია ნიკოლეიშილი აქციის მონაწილეებზე- ერთი წელი გავიდა და ეს არის ის დრო, რომელიც გაჩვენებს, რომ ადამიანის ჯანმრთელობას სერიოზული საფრთხე არ მისდგომია, მით უმეტეს სასიკვდილო

მაია ნიკოლეიშვილი

„ვცდილობ რისი მტკიცებაც შეიძლება მხოლოდ იმაზე ვისაუბრო. გავიდა ერთი წელი, ერთი წელი არის ის დრო, რომელიც გაჩვენებს, რომ ადამიანის ჯანმრთელობას სერიოზული საფრთხე არ მისდგომია, მით უმეტეს სასიკვდილო“ - ამის შესახებ ექსპერტმა მაია ნიკოლეიშვილმა სტუმრად "სივრცეში ეკა ვეფხვაძესთან“ განაცხადა.

ნიკოლეიშვილი BBC-ის მიერ გამოქვეყნებული მასალის საფუძველზე, აქციაში მონაწილე პირების ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ ჩივილებზე საუბრობს და ამბობს, რომ მათ ჯანმრთელობას სერიოზული საფრთხე არ მისდგომია. ნიკოლეიშვილს მიაჩნია, რომ ფაქტია, მძიმედ არ ყოფილან, თორემ კლინიკაში მივიდოდნენ.

„ერთი, ცოცხლები არიან, და მეორე მათ ჯანმრთელობას არ მიადგა სერიოზული საფრთხე, რომლის შედეგები სახეზე იქნებოდა. ანუ ყველაფერმა გაიარა უკვალოდ. ის, რომ ცუდად იგრძნეს თავი, კი ბატონო. მერე? სად მივდივართ. თუ მათ ჰქონდათ ძალიან გამოხატული მდგომარეობა და თან ექიმებმა, რომლებიც იბრალებენ იმას, რომ ანკეტირება მოახდინეს და კვლევები მოახდინეს, ისინი ხომ მათ გვერდით იყვნენ? რატომ არავინ მივიდა? შეიძლება მძიმედ არ იყო და ფაქტია, რომ მძიმედ არ ყოფილა, თორემ კლინიკაში მივიდოდნენ. ორჯერ ორი ოთხია, ადამიანი ცუდად რომ არის მიდის კლინიკაში. ენდობა ხელისუფლებას თუ არ ენდობა ექიმთან მიდის. პოლიციას ყოველთვის იძახებენ, რატომ არ გვიცავს პოლიციაო ხომ ამბობენ?! ენდობა თუ არა ხელისუფლებას, ხომ ყველა დემონსტრანტი ამბობს, რომ აი პოლიცია რატომ არ გვიცავს ახლა? -არ ენდობი, მაგრამ პოლიცია გინდა, არ ენდობი, მაგრამ ექიმთან მიხვალ, სხვანაირად ვერ მოიქცევი, იძულებული ხარ ცუდად რომ ხარ. ექიმთან არავინ არ მისულა ეს ერთი. მეორე, დავუშვათ, უბრალოდ უნდოდათ, რომ შეეგროვებინათ ის, რომ აი აქ რაღაც ნივთიერებამ იმოქმედა, ძალიან ბევრი ხალხია ცუდად. შარდი, სისხლი, ანალიზები, ტოქსიკოლოგიური, ნაწილი აქ ნაწილი უცხოეთში, რა გაუჭირდებოდათ, თუ დამფინანსებელი არ იქნებოდა? ეს არის ერთადერთი, რის საფუძველზეც შეიძლება თქვა, რომ აქ მოქმედებდა მომწამვლელი ნივთიერება ან არ მოქმედებდა“-განაცხადა მაია ნიკოლეიშვილმა.