მაია ბითაძე: პრემიერის გადაწყვეტილება აუცილებლად უნდა შეფასდეს, როგორც ძალიან გონივრული და სწორი, ამ ძალიან ტურბულენტურ წინასაარჩევნო პერიოდში

გარემო

 პრემიერის გადაწყვეტილება აუცილებლად უნდა შეფასდეს, როგორც ძალიან გონივრული და სწორი ამ ძალიან ტურბულენტურ წინასაარჩევნო პერიოდში, - განაცხადა პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, მაია ბითაძემ.

მან პრემიერის გადაწყვეტილება შეაფასა, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტის სტატუსის მოხსნას ეხება.

„ერთია სამართლებრივი საკითხი, სადაც ანტიკორუფციული სამსახური აბსოლუტურად მართალი იყო, მაგრამ მეორეა პოლიტიკური მდგენელი და ის მანიპულაციები და სიცრუის მანქანა, რომლის ფარგლებშიც ხდება ყველა საკითხით ანგაჟირებ“, - აღნიშნა ბითაძემ.