რა არ უნდა გავაკეთოთ წითელ პარასკევს
1744919150
ნათელია, რომ ადამიანი, რომელიც თავს არიდებს კომისიაზე გამოცხადებას, ან აქილიკებს კომისიის მუშაობას, ეს ის ადამიანია, ვინც ჩართული იყო სავარაუდოდ, ან იზიარებდა იმ მავნებლურ და ფაშისტურ პოლიტიკას, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ ახორციელებდა, - განაცხადა გადაცემა „დღის ქრონიკაში“ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, უმრავლესობის წევრმა მაია ბითაძემ.
მისივე თქმით, დანარჩენს უკვე სასამართლო გადაწყვეტს ყოველ კონკრეტულ პიროვნებასთან და ასე ვთქვათ, შემთხვევასთან მიმართებით.
„პირველ რიგში, ვიტყვი იმას, რომ მიუხედავად იმისა, მოსწონს თუ არა ევროსაბჭოს 89 დეპუტატს საგამოძიებო კომისიის მუშაობა და გმობენ თუ არა მას, ამ საგამოძიებო კომისიამ, სამწუხაროდ კიდევ ერთხელ ატკინა საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას, რამეთუ ჩვენ ყველას კარგად გაგვახსენდა რა პირობებში გვიწევდა ცხოვრება, რა ტკივილი განიცადა საქართველოს მოსახლეობამ „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს. ძალიან მძიმეა იმ ისტორიების მოსმენა, რომელსაც ვისმენთ ყოველდღიურად და თვალნათლივ ვხედავთ იმას, თუ რას გადაურჩა საქართველო. თვალნათელია, რომ იმ რეჟიმის დარჩენის შემთხვევაში დღეს საქართველო, უბრალოდ, ფიზიკურად აღარ იარსებებდა, რამეთუ ჩართული იქნებოდა რაღაც ალბათ ერთ კვირიან ომში, უკრაინის პარალელურად და საერთოდ გაქრებოდა დღის წესრიგიდან.
რაც შეეხება ვაშაძე იქნება, გახარია თუ ნებისმიერი პირი, რომლის დაბარება იქნება მოთხოვნილი საგამოძიებო კომისიის მხრიდან, ეს არის კანონით რეგულირებული. არსებობს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა და შემდგომ უკვე სასამართლომ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, თუ რა ტიპის აღკვეთ ღონისძიებას გამოიყენებს იმ ადამიანის მიმართ, რომელიც არ გამოცხადდება კომისიაზე. ნათელია, რომ ადამიანი, რომელიც თავს არიდებს კომისიაზე გამოცხადებას, ან აქილიკებს კომისიის მუშაობას, ეს ის ადამიანია, ვინც ჩართული იყო სავარაუდოდ, ან იზიარებდა იმ მავნებლურ და ფაშისტურ პოლიტიკას, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ ახორციელებდა. დანარჩენს უკვე სასამართლო გადაწყვეტს ყოველ კონკრეტულ პიროვნებასთან და ასე ვთქვათ, შემთხვევასთან მიმართებით“, - აღნიშნა მაია ბითაძემ.