მაგდენი ხალხი ბებიაჩემის დასაფლავებაზე იყო - დავით ოქიტაშვილი ,,ნაციონალური მოძრაობის” 9 აპრილის აქციაზე

დავით ოქიტაშვილი

მაგდენი ხალხი ვინც მიტინგზე იყო, ბებიაჩემის დასაფლავებაზე იყო - ამის შესახებ დავით ოქიტაშვილმა გადაცემა ,,ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალ სივრცეში" ,,ნაციონალური მოძრაობის" 9 აპრილის აქციაზე საუბრისას განაცხადა. 

,,ქართველი საზოგადოება, საქართველოს მოსახლეობა ამათ დაამთავრეს. იმიტომ ვარ ასეთი აღშფოთებული, კიდევ ტყუილი.  ეს თქვენ ტელევიზიას არ ეხება. მე რომ ვუყურებდი 9 აპრილის მიტინგს ერთ-ერთ არხზე, ვიფიქრე, რომ ვაიმე ეს ხალხი, კიდევ ამ დღეს, როგორ შეიძლება, კადრი ჰქონდათ ისე, რომ ხალხს აგიჟებდნენ, რომ აი ამდენი ხალხი გვყავსო. მაგდენი ხალხი ვინც მიტინგზე იყო, ბებიაჩემის დასაფლავებაზე იყო”, - განაცხადა ოქიტაშვილმა.