ექსპერტმა დაასახელა 4 „აკრძალული ფრაზა“, რომელიც მანქანის ყიდვისას არ უნდა თქვათ
1757190228
ქართულ გამჭვირვალობის კანონზეც მიმართეს სტრასბურგის სასამართლოს და იქაც არ მოუთხოვიათ კანონის დროებით შეჩერება, - განაცხადა საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა. მისი თქმით, „ფარას“ შემთხვევაშიც იგივე ხდება - „ენჯეოები“ არ ითხოვენ კანონის შეჩერებას, რადგან იციან, რომ ეს მოთხოვნა აბსურდული იქნება.
„ზუსტად იმავეს ვადევნებთ თვალს „ფარას“ კოპირებულ ვარიანტზეც, რადგან წინასწარ იციან, რომ აბსურდულ მოთხოვნას დაუყენებენ სტრასბურგის სასამართლოს და სტრასბურგის სასამართლო იქნება კიდევ ერთი დამადასტურებელი მათი ფსევდო ისტერიის, რომ ეს ყველაფერი აბსოლუტურად უსაფუძვლოა და არავის უფლებები არ იზღუდება. ერთადერთი რასაც მოითხოვს [კანონი] არის ის, რომ საჯარო გახდეს, თუ რა თანხები ერიცხებათ ამ მდიდარ ენჯეო ორგანიზაციებს და რა თანხებს ხარჯავენ“, - აცხადებს მაჭავარიანი.
ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების სარჩელი „ფარას“ კანონზე სტრასბურგში დარეგისტრირდა - „ენჯეოები“ კანონის მოქმედების შეჩერებას არ ითხოვენ.