საჯარო სკოლებში ახალი ცვლილება ამოქმედდება
1742204550
სწორი გაგებით, როცა ვსაუბრობთ მაუწყებლობის „ჩარჩოში“ მოქცევაზე კრიტერიუმებით, რომლითაც ყველა წამყვანი ქვეყანა ხელმძღვანელობს, იმ ონლაინგამოცემებსაც უნდა შეეხოს, რომლებსაც, პირველ რიგში, მედია და მაუწყებლობები ფლობენ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ირაკლი კირცხალიამ განაცხადა.
კირცხალიას თქმით, ეს სრულიად ლოგიკური ინიციატივაა.
„21-ე საუკუნეში ვართ და მხოლოდ ტელევიზორი ხომ არ გვაქვს? ზოგი ინფორმაციას ტელეფონიდან და ინტერნეტსივრციდან იღებს. აქ ალოგიკური და გასაკვირი ნამდვილად არაფერია. სრულიად ლოგიკური ინიციატივაა. ცვლილებები მაუწყებელს თუ ეხება, მაუწყებლის მხრიდან მართულ ონლაინმედიას რატომ არ უნდა ეხებოდეს? ან თუნდაც არამაუწყებელს. როდესაც შენ საკუთარ თავს აპოზიციონირებ, როგორც ონლაინმედია, რატომ უნდა იყო წინააღმდეგი, რომ ყველა მედიასტანდარტი დაიცვა, რომელიც მსოფლიოს წამყვან დემოკრატიებში მოქმედებს? თქვენი კოლეგებისგან და არა მხოლოდ მათგან, შეშფოთება მოვისმინე არა მხოლოდ ონლაინმედიაზე, არამედ, ზოგადად, როცა ეს ყველაფერი დაანონსდა მაუწყებლებთან დაკავშირებით. გასაკვირია და ისევ და ისევ კითხვის ნიშანს აჩენს, რომ ე.ი. რაიმე დასამალი აქვს“, – განუცხადა ირაკლი კირცხალიამ ჟურნალისტებს.
ცნობისთვის, დღეს მმართველ გუნდში განაცხადეს, რომ მაუწყებლებისთვის გათვალისწინებული ქცევის სტანდარტები ონლაინ მედიაზეც გავრცელდება და კანონპროექტში განიმარტება, რა არის ინტერნეტმომსახურება.