პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
„ევროპარლამენტარების, უფრო (კერძო ლობისტების) მოთხოვნები რომლებიც რეზოლუციათა ტექსტებში აჟღერებენ საკითხებს - სანქციები დაუწესდეს ბიძინა ივანიშვილს, სანქციები მოეხსნას მსჯავრდებულ ნიკა გვარამიასა და მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილს - არის ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის დარღვევა“, - წერს საჯარო მმართველობის დოქტორი თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში.
„ევროპა დიდი ხანია აღარ არის უბრალოდ გეოგრაფია, ევროპა იდეაა.
თავისუფლების, თანასწორობის, მშვიდობის იდეა.
ჩვენი ყოფა, ისტორიული წარსული დიდწილად ჩვენი ევროპელობის დასტურია.
"მე ვარ ქართველი და მაშასადამე ვარ ევროპელი".
ევროპულ საქართველოს სჭირდება 5 რამ
1.დემოკრატია-ხალხის მმართველობა მათ მიერ არჩეული წარმომადგენლების მიერ;
2.კანონის უზენაესობა- კანონი ყველასთვის კანონია, ერთნაირი დავალებაა;
3.ადამიანის უფლებების დაცვა;
4.კარგი მმართველობა- კორუფციასთან ბრძოლა და სხვა;
5.საბაზრო ეკონომიკა.
ევროპარლამენტარების, უფრო (კერძო ლობისტების) მოთხოვნები რომლებიც რეზოლუციათა ტექსტებში აჟღერებენ საკითხებს - სანქციები დაუწესდეს ბიძინა ივანიშვილს, სანქციები მოეხსნას მსჯავრდებულ ნიკა გვარამიასა და მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილს - არის ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის დარღვევა.
ასეთი მოთხოვნები არღვევს და ეწინააღმდეგება ევროპის სამართლებრივ კულტურასა და ცხოვრების წესს.
ასეთი სახეცვლილი ევროპა არ სჭირდება ქართველ ერს და ჩვენი ქვეყნის არ გაწევრიანების შემთხვევაში გამოვა რომ ბევრს არაფერს ვკარგავთ.“ - წერს მეგრელიშვილი facebook - ზე.