2 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი
1782933857
ტელეწამყვანი ლიზა გეგეჭკორი, „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის კონფერენციის მონაწილის, ლუკა წიკლაურის განცხადებას ეხმიანება, რომელმაც „რადიო თავისუფლებას“ პროპაგანდისტული ვიდეოს გამოქვეყნებასა და ახალგაზრდული ორგანიზაციის მონაწილეების დისკრედიტაციის მცდელობაში დასდო ბრალი.

გეგეჭკორის შეფასებით, გულდასაწყვეტია ასეთი ჩასაფრებული და მავნებლური დამოკიდებულებები, განსაკუთრებით მათ მიმართ, ვისაც მედიასთან ურთიერთობის გამოცდილება არ აქვს.
„გულდასაწყვეტია ასეთი ჩასაფრებული და მავნებლური დამოკიდებულებები, განსაკუთრებით მათ მიმართ, ვისაც გამოცდილება აქვს შესაძენი, განსაკუთრებით მსგავს არარაობებთან ურთიერთობის გამოცდილება... ლუკა, ყური არ უგდო და გულთან ახლოს არ გაიკარო... სწორ გზაზე დგომას ნიშნავს ეს ყველაფერი რა ხანია,“ - წერს ლიზა გეგეჭკორი Facebook-ზე.