ლიეტუველი დეპუტატი ემანუელის ზინგერისი - მხარს ვუჭერთ ქართველ დემოკრატებს მათ ბრძოლაში, რომ საქართველო ეკუთვნოდეს ევროპასა და ჩვენს ღირებულებებს

ემანუელის ზინგერისი

ჩვენ მხარს ვუჭერთ ქართველ დემოკრატებს მათ ბრძოლაში, რომ საქართველო ეკუთვნოდეს ევროპასა და ჩვენს ღირებულებებს, – ამის შესახებ ლიეტუველმა დეპუტატმა, ემანუელის ზინგერისმა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ევროპული ვალდებულება აქვთ, მხარი დაუჭირონ დემოკრატებს კონტინენტზე.

„ჩვენ გვაქვს ევროპული ვალდებულება, მხარი დავუჭიროთ დემოკრატებს ჩვენს კონტინენტზე, როგორც მხარს ვუჭერთ პრეზიდენტ სანდუს მოლდოვაში. რა თქმა უნდა, მხარს ვუჭერთ ოპოზიციას ბელარუსში გუშინდელი გაყალბებული არჩევნების შემდეგ. ჩვენ მხარს ვუჭერთ ქართველ დემოკრატებს მათ ბრძოლაში, რომ საქართველო ეკუთვნოდეს ევროპასა და ჩვენს ღირებულებებს“, – განაცხადა ემანუელის ზინგერისმა.