მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო კულტურის მინისტრის თანამდებობა - თინათინ რუხაძე
1785248883
პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, პირველი სექტემბრიდან გამოცხადდება სტაჟირების მასშტაბური სახელმწიფო პროგრამა, რომელიც მოიცავს, როგორც ცენტრალური ხელისუფლების ორგანოებს, ასევე მუნიციპალიტეტებს, - განაცხადა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.
როგორც ლევან ჟორჟოლიანმა აღნიშნა, წარმოდგენილი იქნება 3 000-მდე ვაკანსია.
„ჩვენ ვიწვევთ ბაკალავრიატის და მაგისტრატურის ბოლო კურსის სტუდენტებს, ასევე ბაკალავრიატის და მაგისტრატურის კურსდამთავრებულებს, ანუ ადამიანებს, რომლებსაც აქვთ საკმარისი თეორიული ცოდნა, რომელიც შესაძლებელია შემდეგ უკვე პრაქტიკაში გამოიყენონ. საჯარო სამსახური არის ამისთვის ძალიან კარგი პლატფორმა, შეიძინონ რაც შეიძლება დიდი გამოცდილება და შესაბამისად, ველოდებით აპლიკანტებს, ველოდებით აქტიურობას. განსაკუთრებულ აქცენტს გავაკეთებთ რეგიონებზე. ჩვენ ვთხოვეთ მუნიციპალიტეტებს, რაც შეიძლება მეტი ვაკანსია დაემატებინათ, ვინაიდან ადგილობრივ ახალგაზრდებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, საკუთარ ქალაქში, საკუთარ დასახლებაში, მერიაში თუ ა.შ. გაიარონ სტაჟირება, მიიღონ თავისი პროფესიის შესატყვისი გამოცდილება.
ეს ახალგაზრდებისგან წამოსული ინიციატივაა, მათ გამოხატეს ძალიან დიდი დაინტერესება რეგიონებში, საკუთარ ქალაქებში გაიარონ სტაჟირება. შესაბამისად, ჩვენც ადეკვატურად ვუპასუხეთ, ვთხოვეთ მუნიციპალიტეტებს, კვოტები, ვაკანსიები გაეზარდათ ამ მიმართულებით. ვფიქრობთ, რომ ძალიან კარგ შედეგს მივიღებთ. რა ჯობია იმას, რომ ახალგაზრდა, რომელიც არის კურსდამთავრებული უკვე ან სწავლობს ბაკალავრიატის და მაგისტრატურის ბოლო კურსზე, შეუძლია გარკვეული წვლილი შეიტანოს, მათ შორის სტაჟირების ფარგლებში, საკუთარი ქალაქის ამა თუ იმ საკითხის გადაწყვეტაში და ზოგადად, პროცესში იყოს ჩართული“, - განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.