ლევან ჟორჟოლიანი: დაიწყო პრემიერ-მინისტრის ვიზიტი გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, დღეს მონაწილეობას მიიღებს მრავალმხრივი პარტნიორობის სამიტზე, სადაც მიმართავს სამიტის მონაწილეებს

ლევან ჟორჟოლიანი


დაიწყო საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი, გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, საქართველოს დელეგაციასთან ერთად, -  ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა ამერიკის შეერთებულ შტატებში განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, პრემიერ-მინისტრს  დაგეგმილი აქვს ორმხრივი შეხვედრები.

„ასევე, ის მონაწილეობას მიიღებს რამდენიმე საერთაშორისო პლატფორმაზე დისკუსიებში. დღეს ის მონაწილეობას მიიღებს მრავალმხრივი პარტნიორობის სამიტზე, რომელიც ევროპული საბჭოს პრეზიდენტ ანტონიო კოშტას ორგანიზებით ტარდება. მას ასევე ექნება საშუალება, მიმართოს სამიტის მონაწილეებს“, - განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.