მნიშვნელოვანი ინფორმაცია - რა ეღირება ID ბარათის აღება და ვინ ისარგებლებს შეღავათებით
1768249633
აბუ-დაბის მდგრადი განვითარების სამიტის ფარგლებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრი მონაწილეობას მიიღებს ლიდერთა დიალოგში და ისაუბრებს ჩვენი სახელმწიფოსთვის ისეთ მნიშვნელოვან თემებზე, როგორიცაა – შუა დერეფნისა და სატრანზიტო გზების განვითარება, – ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, მთავრობის მეთაური შეხვედრებს გამართავს მსხვილი საინვესტიციო კომპანიების წარმომადგენლებთან.
„საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, მთავრობის დელეგაციასთან ერთად, განაგრძობს ვიზიტს აბუ-დაბიში. მდგრადი განვითარების სამიტის ფარგლებში ის მონაწილეობას მიიღებს ლიდერთა დიალოგში. პრემიერ-მინისტრი ისაუბრებს ჩვენი სახელმწიფოსთვის ისეთ მნიშვნელოვან თემებზე, როგორიც არის შუა დერეფნისა და სატრანზიტო გზების განვითარება, ასევე საუბარი იქნება ანაკლიის პორტის მშენებლობასთან დაკავშირებით. ყურადღება დაეთმობა იმ ინვესტიციებს, რომელსაც სახელმწიფო სატრანზიტო ფუნქციის განვითარებისთვის ახორციელებს. პრემიერ-მინისტრს უკვე ჰქონდა და განაგრძობს შეხვედრებს უმსხვილეს ინვესტორებთან, რომლებიც მაღალტექნოლოგიურ კომპანიებს წარმოადგენენ“, – განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.