იშვიათი ხატი „კვანძების გამხსნელი“ - ლოცვა, რომელიც ამ ხატის წინაშე იკითხება
1782887923
მასალები, რაც საბოლოო პროდუქტის შესაქმნელადაა საჭირო, შეიძლება გადმოიტანონ [უზბეკეთიდან] საქართველოში და აქ დამზადდეს, შეიქმნას დამატებითი ღირებულება, - განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ვეფხვაძემ.
მან საქართველო-უზბეკეთის ბიზნეს ფორუმთან დაკავშირებით ისაუბრა.
„უზბეკეთი მაინც ჩაკეტილი ქვეყანაა, ზღვაზე გასასვლელი არ აქვს და ევროპასთან კავშირისთვის სჭირდება საქართველო, რომ საკუთარი პროდუქტები გაიტანონ ევროპულ ბაზრებზე. ჩვენთვის ამ შემთხვევაში ხელსაყრელი არის სწორედ ის, რასაც ვთავაზობთ, რომ მასალები, რაც საბოლოო პროდუქტის შესაქმნელადაა საჭირო, შეიძლება გადმოიტანონ [უზბეკეთიდან] საქართველოში და აქ დამზადდეს, შეიქმნას დამატებითი ღირებულება“, - აღნიშნა ვეფხვაძემ.
საქართველო - უზბეკეთის ბიზნეს ფორუმი მიმდინარეობს. ფორუმი ეკონომიკის მინისტრმა გახსნა. უზბეკეთიდან თბილისშია 60-ზე მეტი კომპანია.