მეცნიერების თქმით, ერთ-ერთი ყველაზე მომაკვდინებელი სიმსივნის მიზეზი, შესაძლოა, ჩვენს პირში იყოს
1758819822
გამოწვევების ნაწილში გამოჩნდა, რომ ოდნავ გაზრდილია ბიუროკრატიული და ადმინისტრაციული ბარიერები, რაზეც პრემიერ-მინისტრთან ძალიან ღიად იყო საუბარი, – საქართველოს ბიზნესასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, ლევან ვეფხვაძემ საქართველოს ბიზნესასოციაციის კონფერენციის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
ვეფხვაძის თქმით, პრემიერის მხრიდან იყო შეპირება, რომ ყველა ის ბარიერი, რომელიც აქამდე არსებობდა, ობიექტური ინტერესების გათვალისწინებით, ბუნებრივად იქნება მოხსნილი.
„ორი მდგენელი ჰქონდა დღევანდელ შეხვედრას. ერთი არის ბიზნესის პოზიციის მოსმენა და გაზიარება, მათ შორის გაერთიანებული აზრი, რომელიც კონცენტრირებულია და წარმოდგენილია დღეს პრეზენტაციის სახით. ეს არის ჩვენი ბიზნესკლიმატის ინდექსი, სადაც საუბარია როგორც პოზიტიურ ტენდენციებსა და ტრენდებზე, ასევე გამოწვევებზე. მეორე ნაწილი იყო თავიდან ბოლომდე ძალიან უშუალო და ღია დიალოგი ბიზნესსა და პრემიერ-მინისტრს შორის. იყო დასმული კითხვები. შესაბამისად, ყველა ის თემა, ყველა ის სექტორი, ყველა ის ინდუსტრია – დაწყებული ბიუროკრატიული წინაღობებიდან, რომელიც შეიძლება, ბიზნესს ჰქონდეს, დამთავრებული მაკროეკონომიკური პერსპექტივებით, რომელიც შეიძლება, ქვეყანას ჰქონდეს განვითარების მხრივ, ყველა ეს კითხვა დაისვა და შესაბამისი პასუხები მივიღეთ“, – აღნიშნა ვეფხვაძემ.
მისივე თქმით, ბიზნესინდექსმა კარგად აჩვენა, რომ ბოლო კვარტალში ობიექტურად დაფიქსირდა ზრდა და, შესაბამისად, ეს ინდექსის ზრდა ასახულია როგორც კომპანიების ბრუნვის ზრდაში, ასევე დასაქმებულთა რაოდენობის მატებაში და ა.შ.
„ამ კუთხით ძალიან მნიშვნელოვანი იყო როგორც დასაქმების ინდექსი, საინვესტიციო აქტივობა და ა.შ. ზრდას ჩვენ სამივე ძირითად მიმართულებით ვხედავთ. ბიზნესკლიმატი გაუმჯობესებულია, დასაქმების ბარომეტრი გაუმჯობესებულია, ასევე საინვესტიციო ინდექსიც გაუმჯობესებულია. თუმცა გამოწვევების ნაწილში გამოჩნდა, რომ ოდნავ გაზრდილია ბიუროკრატიული და ადმინისტრაციული ბარიერები, რაზეც პრემიერ-მინისტრთან ძალიან ღიად იყო საუბარი. მათ შორის, პრემიერის მხრიდან იყო შეპირება, რომ ყველა ის ბარიერი, რომელიც აქამდე არსებობდა, ობიექტური ინტერესების გათვალისწინებით, ბუნებრივად იქნება მოხსნილი“, – განაცხადა ლევან ვეფხვაძემ.