ზოდიაქოს 4 ნიშნისთვის 2025 წელი განსაკუთრებით იღბლიანი იქნება
1732220591
უკრაინაში საქართველოს პარლამენტის დელეგაციის ვიზიტთან დაკავშირებით კომენტარი პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა ლევან იოსელიანმა გააკეთა.
„შემადგენლობა, ვინც ვაპირებდით წასვლას უკრაინაში, შალვა პაპუაშვილთან ერთად თუ მის გარეშე წავალთ და სამძიმარს გამოვუცხადებთ უკრაინელ ხალხს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პარლამენტის სახელით ყველა პოლიტიკური ჯგუფი იყოს წარმოდგენილი“, - განაცხადა ლევან იოსელიანმა.
საქართველოს პარლამენტის დელეგაცია უკრაინაში მიემგზავრება. მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით შეთანხმება შედგა. ყველა ოპოზიციურ პარტიას ერთი წარმომადგენელი ეყოლება დელეგაციის შემადგენლობაში, ხოლო უმრავლესობიდან უკრაინაში არჩილ თალაკვაძე, დავით სერგეენკო და ბექა ოდიშარია ჩავლენ.