„ნამდვილი ძალა დახმარების თხოვნაშია...“ - ნუცა ბუზალაძის საქმრო მიმართვას ავრცელებს
1779393474
ვერ ითვალისწინებენ ვერც შეერთებული შტატები და ვერც ევროპელები იმას, რომ ყველა ქვეყანას აქვს თავისი პირადი ინტერესები და ამ ინტერესების განხორციელება ხდება ამომრჩევლის აზრის გათვალისწინებით, - განაცხადა „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრმა ლევან ნიკოლეიშვილმა „დღის ქრონიკაში“.
ნიკოლეიშვილმა უნგრეთის არჩევნებზე ისაუბრა.
„ყველაზე მთავარი ალბათ ისაა, რომ უნგრეთში ხელისუფლების ცვლილება არჩევნების გზით მოხდა. არავის იმის იმედი არ უნდა ჰქონდეს, რომ უნგრეთში ისეთი ცვლილება მოხდება, რაც კატასტროფულად შეცვლის რაიმეს თუნდაც ევროკავშირთან მიმართებით. უნგრეთი იმ გზაზე იდგება, რაც მას სწორად მიაჩნია. ამას წინათ ვნახეთ აშშ-ის საგარეო პოლიტიკის კიდევ ერთი შეცდომა, რომ წარმოდგენა ჰქონდათ, თავისი უმაღლეს დონეზე მხარდაჭერით რაღაც გავლენას მოახდენდნენ უნგრელი ამომრჩევლის განწყობაზე.
შეერთებულმა შტატებმა სამწუხაროდ მერამდენედ განიცადა ეს ე.წ. კრახი სხვადასხვა ქვეყანასთან მიმართებაში. ვერ ითვალისწინებენ ვერც შეერთებული შტატები და ვერც ევროპელები იმას, რომ ყველა ქვეყანას აქვს თავისი პირადი ინტერესები და ამ ინტერესების განხორციელება ხდება ამომრჩევლის აზრის გათვალისწინებით. კარგი იქნება, თუ ამ მაგალითს ყველა მიყვება, მათ შორის საქართველოსთან მიმართებაში და არ მოხდება ჩარევების რაღაც მცდელობები, რაც ილუზიებს უქმნის ვიღაცებს უცხოეთში, რომ ამ ჩარევებით და გავლენებით შეუძლიათ სუვერენულ სახელმწიფოზე გავლენის მოხდენა“, - აღნიშნა ნიკოლეიშვილმა.