3 საკვები, რომელიც თავის ტკივილს იწვევს
1711546560
ძალიან კარგი მომენტია ის, რომ ერთი მხრივ, აშშ-ის პრეზიდენტი ტრამპი და რუსეთის პრეზიდენტი პუტინი არა მარტო სატელეფონო საუბრის, არამედ შეხვედრის მზადყოფნას გამოთქვამენ. ეს ნიშნავს, რომ ორი ძირითადი მოთამაშე, ვინც არის ამ ომში, უკვე მზად არის, დაიწყოს მოლაპარაკებები, - განაცხადა ანალიტიკოსმა, „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრმა, ლევან ნიკოლეიშვილმა გადაცემაში „დღის ქრონიკა“.
მან ისაუბრა, თუ როგორი იქნება აშშ-ის ახალი პრეზიდენტის, ტრამპის საგარეო პოლიტიკური კურსი
ნიკოლეიშვილის თქმით, ტრამპს საშინაო საქმე ბევრი დახვდება და ბევრი ექნება გასაკეთებელი. მან აღნიშნა, რომ ბაიდენის ადმინისტრაციამ შეძლო, მისთვის ბევრი პრობლემები დაეხვედრებინა და ტრამპის ახალ ადმინისტრაციას საკმაოდ სერიოზული ძალისხმევის განხორციელება დასჭირდება.
„რაც შეეხება ტრამპის საგარეო პოლიტიკურ მიმართულებას, აქაც რამდენიმე მიმართულებას გამოვყოფდი. ერთია, რომ რა თქმა უნდა, ყველა ელოდება რუსეთ-უკრაინის ომის დასრულებას და როგორი იქნება ტრამპის გეგმა ამ შემთხვევაში.
ცხადია, ჩვენ არ უნდა ვიფიქროთ ისე, რომ 20 იანვარს ტრამპი შევა ოვალურ კაბინეტში და 21-ში ომი დასრულდება. ეს საკმაოდ ხანგრძლივი და საკმაოდ სერიოზული პროცესია. ძალიან კარგი მომენტია ის, რომ ერთი მხრივ, აშშ-ის პრეზიდენტი ტრამპი და რუსეთის პრეზიდენტი პუტინი არა მარტო სატელეფონო საუბრის, არამედ შეხვედრის მზადყოფნას გამოთქვამენ. ეს ნიშნავს, რომ ორი ძირითადი მოთამაშე, ვინც არის ამ ომში, უკვე მზად არის, დაიწყოს მოლაპარაკებები. პირველი ეტაპი იქნება ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე. ეს არის აუცილებელი. ცეცხლის შეწყვეტა არის ის პირობა, რაც აიცილებს მსხვერპლს, თუნდაც ორივე მხრიდან“, - განაცხადა ნიკოლეიშვილმა.
მისივე თქმით, მეორე ეტაპზე უნდა იყოს საუბარი ძალების დაშორიშორებაზე და ასევე მნიშვნელოვანი ეტაპი იქნება, თუ როგორ უნდა განხორციელდეს ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ კონტროლი, რათა არ განახლდეს საბრძოლო მოქმედებები.
3 საკვები, რომელიც თავის ტკივილს იწვევს
1711546560