პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
„ძია, პიტერ, დაგვეხმარე და გვიშველე“-ს, რომ დიდი მნიშვნელობა მიანიჭეს და შეხვედრა გაასაიდუმლოეს ფაქტია, თუმცა ინფორმაციამ მაინც გამოჟონა (რამდენი ამბის გამომტანი და გამყიდველი ჰყავს რადიკალებს თავის რიგებში თვითონ გაარკვიონ!). ერთ-ერთი საინტერსო მომენტი კი ის გახლავთ რადიკალური ოპოზიცია, ყველაფერს აპიარებს და რაღა ეს ბაკურიანის შეხვედრა დაუმალა მასმედიას? - წერს ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი ბაკურიანში გამართულ სემინარზე.
„რადიკალური ოპოზიციის საიდუმლო შეხვედრა გათახსირებული-ავანტურისტ პიტერ აკერმაინის ხელმძღვანელობით, კიდევ უფრო დიდ ეჭვებს აჩენს. მიზეზი კი ისა, რომ რადიკალების გადატრიალების და რევოლუციის მოწყობის დაუოკებელი სურვილი მუდმივად აქვთ, მაგრამ არ გამოსდით. რომ არ გამოსდით, და აკერმანის მოწვევა ამ „ტრენინგზე“ კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ გადატრილებისთვის საკუთარი არც ჭკუა, მარიფათი და არც მხარდაჭერების რაოდენობა ყოფნით. „ძია, პიტერ, დაგვეხმარე და გვიშველე“-ს, რომ დიდი მნიშვნელობა მიანიჭეს და შეხვედრა გაასაიდუმლოეს ფაქტია, თუმცა ინფორმაციამ მაინც გამოჟონა (რამდენი ამბის გამომტანი და გამყიდველი ჰყავს რადიკალებს თავის რიგებში თვითონ გაარკვიონ!). ერთერთი საინტერსო მომენტი კი ის გახლავთ რადიკალური ოპოზიცია, ყველაფერს აპიარებს და რაღა ეს ბაკურიანის შეხვედრა დაუმალა მასმედიას? ეტყობა იმდენად არ უნდოდათ გამჟღავნება, დღესაც რომ ეკითხებიან ჟურნალისტები, ისე გაურბიან კითხვაზე პასუხს, ნებისმიერ სპრინტერს შეშურდება. ე.ი. შეხვედრა იყო, რა საკითხებზე ისაუბრეს ვერ/არ ამბობენ და ცოტა არ იყოს უხერხულად იშმუშნებიან. როგორი საქმეა, არარსებული ტირანიის დამხობას აპირებდნენ, მართლა ტირანიის დასაბრუნებლად. აი, უხერხულობა მერე ნახეთ, აკერმანის დატრენინგებულები მაინც რომ ჩაფლავდებიან, ან სამართალდამცველებამდე, ხალხი თუ მიადგა მათ ოფისებს და ჰკითხა-აბა, გვითხარით რის გადატრილებას აპირებდით და რატომ... „ - წერს ნიკოლეიშვილი facebook - ზე.