მარინა ოვსიანიკოვა, რომელიც "ვრემიას“ ეთერში ომის საწინააღმდეგო ბანერით შევიდა, გერმანულმა გამოცემამ დაასაქმა

plakati

რუსი ჟურნალისტი, მარინა ოვსიანიკოვა, რომელიც უკრაინის ომის წინააღმდეგ რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიის პირდაპირ ეთერში პროტესტის ნიშნად გამოჩნდა, გერმანულმა გაზეთმა Die Welt-მა კორესპონდენტად დაასაქმა.

43 წლის მარინა ოვსიანიკოვა Die Welt-ის გაზეთსა და საინფორმაციო არხზე, უკრაინიდან და რუსეთიდან, ახალი ამბების განყოფილებაში იმუშავებს.

„მიუხედავად სახელმწიფოს მხრიდან რეპრესიებისა თუ საფრთხისა, რუსეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილმა რედაქტორმა მისი საეთერო პროტესტით, ყველაზე მნიშვნელოვანი - ჟურნალისტური ეთიკა მაინც დაიცვა“, - განაცხადა Welt Group-ის მთავარმა რედაქტორმა, ულფ პორშარდტმა.