პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა, კიმ ჩენ ინმა კოსმოსში პირველი სამხედრო თანამგზავრის გაშვების ბრძანება გასცა. ამის შესახებ უცხოური მედია წერს.
როგორც კიმ ჩენ ინი ამბობს, დაზვერვის შესაძლებლობების გაძლიერება პრიორიტეტია აშშ-ისა და სამხრეთ კორეის „საფრთხეების“ დასაძლევად.
ფხენიანში, საჰაერო კოსმოსური განვითარების ეროვნულ ადმინისტრაციაში ვიზიტის დროს, ქვეყნის ლიდერმა მოითხოვა თანამგზავრის განლაგება გეგმის მიხედვით და თანამშრომლებს უბრძანა, ქვეყნის სადაზვერვო შესაძლებლობების გასაძლიერებლად სხვადასხვა ორბიტაზე ბევრი სადაზვერვო თანამგზავრი განათავსონ.
ჩრდილოეთ კორეამ გასული წლის დეკემბერში ჩაატარა სადაზვერვო თანამგზავრის „ფინალური ეტაპის“ გამოცდა და განაცხადა, რომ აპრილისთვის დაასრულებს მზადებას გაშვებისთვის. თანამგზავრის გაშვების ზუსტი დრო უცნობია.