1736494177
ლევან მგალობლიშვილმა აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრად ლაშა დოლბაძე წარადგინა
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ლაშა დოლბაძე უხელმძღვანელებს. როგორც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ახლად დანიშნული მინისტრი თანამშრომლებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილმა წარუდგინა.
„აღნიშნულ თანამდებობაზე ლაშა დოლბაძემ ლევან თევზაია შეცვალა. ლევან მგალობლიშვილმა ყოფილ მინისტრს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და იმედი გამოთქვა, რომ ახალი მინისტრი თავის გუნდთან ერთად ღირსეულად უპასუხებს ყველა გამოწვევას, რომელიც აფხაზეთიდან დროებით დევნილი მოსახლეობის წინაშე დგას.
ლაშა დოლბაძეს კერძო და საჯარო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. 2024 წლის სექტემბრიდან დღემდე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობას იკავებდა“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.