ჯარიმა 500-დან 6000 ლარამდე - ვის შეეხება 1 ივნისიდან ახალი რეგულაცია
1780260672
ყველაზე საყურადღებო იყო ის შეფასებები, რომ დღეს უკრაინა წარმოადგენს ერთგვარ ლაბორატორიას ბევრი მიმართულებით, მათ შორის ტექნოლოგიების გამოცდის და ა.შ. რაც ბევრ რაღაცაზე შეიძლება მეტყველებდეს, - განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა, რომელიც საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედ დელეგაციასთან ერთად, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიაზე, ვილნიუსში იმყოფება.
მახაშვილის თქმით, ზოგადად, სამწუხაროა როდესაც ამხელა თავგანწირვის მიუხედავად ქვეყანა აღიქმება როგორც ლაბორატორია.
„საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ვაგრძელებთ მონაწილეობას ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაში. არის ძალიან საინტერესო დისკუსიები. ზოგადად, ეს ასამბლეა ემთხვევა ძალიან კრიტიკულ პერიოდს გეოპოლიტიკური თამაშის პროცესში. მსოფლიო საზოგადოება ხედავს რა ვითარებაა, როგორ იბრძვიან საკუთარი გავლენებისთვის მსხვილი სახელმწიფოები და რა თქმა უნდა, ევროპაც, ნატო-ც ფიქრობს იმაზე, თუ როგორ შეიძლება ამ პროცესში იყოს უფრო აქტიური, უფრო ეფექტიანი. ეს დისკუსიებიც, საპარლამენტო განხილვებიც სწორედ ამ დიდი, გლობალური დისკუსიების ნაწილია. საპარლამენტო მიმართულებით, ამ ფორმით, ამ ხაზით პოლიტიკოსებმა იმსჯელონ სწორედ იმაზე, თუ როგორ შეიძლება ნატო იყოს უფრო ეფექტიანი ამ გეოპოლიტიკურ პროცესში და გარდაქმნებში. იყო ძალიან საინტერესო შეფასებები, მათ შორის უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით.
ყველაზე საყურადღებო იყო ის შეფასებები, რომ დღეს უკრაინა წარმოადგენს ერთგვარ ლაბორატორიას ბევრი მიმართულებით, მათ შორის ტექნოლოგიების გამოცდის და ა.შ. რაც ბევრ რაღაცაზე შეიძლება მეტყველებდეს. ზოგადად, სამწუხაროა როდესაც ამხელა თავგანწირვის მიუხედავად ქვეყანა აღიქმება როგორც ლაბორატორია და იმის ნაცვლად, რომ ნამდვილად გულწრფელად ედგნენ უკრაინელებს გვერდში და მხარს უჭერდნენ ამ პროცესში, უყურებენ ამ ქვეყანას ისეთ პროცესს, სადაც შესაძლოა საკუთარი უკეთესი ტექნოლოგიები გამოცადონ. ისევ საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე უყურებენ მთლიანად ამ პროცესებს“, - აღნიშნა ლევან მახაშვილმა.