შეიძლება თუ არა მარიამობის დღესასწაულზე სასაფლაოზე მისვლა - მართლმადიდებელი მღვდლის განმარტება
1787861694
ეს გასაკვირი არც იყო, პირიქით ჩვენ ის გაგვიკვირდებოდა თუ მათ [ოპოზიცია] გაუხარდებოდათ ამ ადამიანების თავისუფლება. ეს ბუნებრივიც იყო მარტივი მიზეზის გამო. მათთვის მთელი ეს პროცესი იყო ჩვეულებრივი პოლიტიკური შოუ. ეს ადამიანები გაწირეს კანონთან დაპირისპირების გამო ძალიან კონკრეტული მიზნით, რომ შემდგომ თავიანთ პატრონებთან ჰქონოდათ სავაჭრო, სახვეწარი და დამატებითი მხარდაჭერის იმედი“, - ასე ეხმაურება ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი პრეზიდენტის შეწყალების აქტთან დაკავშირებით ოპოზიციის რეაქციას.
მისი თქმით, პრეზიდენტის ნაბიჯი ნათლად მიუთითებს, რომ როცა სახეზე იქნება დანაშაულის აღიარება და მონანიება, სახელმწიფო იქნება ჰუმანური.
„მისასალმებელია ნებისმიერი ჰუმანური აქტი, რომელიც ეფუძნება დანაშაულის აღიარებასა და მონანიებას. ამით კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა ერთ რამეს, რომ ერთი მხრივ სახელმწიფო იქნება შეუწყნარებელი ყველა დანაშაულის მიმართ, რომელიც ეხება სახელმწიფოს წინაშე ჩადენილ დანაშაულებს, მაგრამ მეორე მხრივ, როცა სახეზე იქნება დანაშაულის აღიარება და მონანიება, საზოგადოებაში ცივილური ფორმით დაბრუნების სურვილის გამოხატვა, რა თქმა უნდა, ამ დროს სახელმწიფო იქნება ჰუმანური, - განაცხადა ლევან მახაშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტის მიერ შეწყალებულებმა, მათ შორის აქციებზე დაკავებულმა რამდენიმე პირმა, საპატიმროები გუშინ დატოვეს.