ლევან მახაშვილი: საქართველოს განვითარება ვის ინტერესშიც არ შედის, დარაზმულია, რომ „იგლ ჰილსის“ პროექტი ჩააგდონ და სერიოზული საფრთხე შეუქმნან

ლევან მახაშვილი

საქართველოს განვითარება ვის ინტერესშიც არ შედის, დარაზმულია, რომ „იგლ ჰილსის“ პროექტი ჩააგდონ და სერიოზული საფრთხე შეუქმნან, – ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, პროექტი ქვეყნის განვითარებისთვის და სრულიად ახალ ეტაპზე გადაყვანისთვის მნიშვნელოვანია.

„იგლ ჰილსის“ პროექტის წინააღმდეგ ერთი ეტაპის გადავლის შემდეგ, მეორე ტალღა დაიწყო. ქვეყნის არსებითად განვითარებისთვის და სრულიად ახალ ეტაპზე გადაყვანისთვის მნიშვნელოვანი პროექტია. ვის ინტერესშიც არ არის საქართველოს განვითარება, დარაზმულია, რომ ეს პროექტი ჩააგდონ და სერიოზული საფრთხე შეუქმნან. ეს აღარ არის ერთი-ორი დეზინფორმაცია, ეს არის დივერსია. ჩანს, რომეს არის საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმარტული კარგად ორკესტრირებული ეკონომიკური დივერსია“, – განაცხადა ლევან მახაშვილმა.