1765919119
ძალადობაში ბრალდებული ხატია ვიბლიანის განაჩენი ცნობილია
15 წლის მოზარდის ცემაში ბრალდებული მკლავჭიდელი, ხატია ვიბლიანი მოსამართლე კონსტანტინე კოპალიანმა დამნაშავედ ცნო და 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა პირობითი სასჯელის სახით მიუსაჯა.
ხატია ვიბლიანს შეეზღუდა მუდმივი საცხოვრებელი ადგილის შეცვლის უფლება და დაეკისრა სავალდებულო კურსის გავლა ქცევის კორექციის მიმართულებით პრობაციის ეროვნულ ბიუროში.
მოსამართლე კონსტანტინე კოპალიანმა განმარტა, რომ სასჯელის დანიშვნისას სასამართლომ გაითვალისწინა საქმეში არსებული შემამსუბუქებელი გარემოებები, მათ შორის, ბრალდებულის სინანული, დანაშაულის აღიარება, მისი არასრულწლოვანი შვილები.
ცნობისთვის, ხატია ვიბლიანის ძალადობის ამსახველი კადრების მცირე ნაწილი სოციალურ ქსელში თავდაპირველად 14 სექტემბერს გავრცელდა.
17 სექტემბერს კი სასამართლომ ხატია ვიბლიანს აღკვეთის ღონისძიების სახით 3000-ლარიანი გირაო შეუფარდა.












