1761579368
ლევან მახაშვილი: რაღაც როცა არ მოსწონთ, არალეგიტიმური, ან რუსულია, არჩევნები როცა არ მოსწონთ, არალეგიტიმურია, სარჩელი არ მოსწონთ, არაკონსტიტუციურია
რაღაც როცა არ მოსწონთ, ან არალეგიტიმურია, ან რუსული. ეს მათი ორი სტანდარტული პასუხია. არჩევნები როცა არ მოსწონთ, არალეგიტიმურია. სარჩელი არ მოსწონთ, არაკონსტიტუციურია, – ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა განაცხადა.
მახაშვილმა კომენტარი გააკეთა იმასთან დაკავშირებით, რომ „ძლიერი საქართველო – ლელო“ საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს და პარტიების აკრძალვის შესახებ მიღებული კანონის არაკონსტიტუციურად ცნობას მოითხოვს.
„მათი არჩევანია, რაც უნდათ, თქვან. იმედია, საკონსტიტუციო სასამართლო ჩვენს პოზიციას გაიზიარებს. ისინი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე არ გამოცხადდნენ და იმედია, საკონსტიტუციო სასამართლოში მაინც წარადგენენ საკუთარ პასუხებს“, – აღნიშნა ლევან მახაშვილმა.










