სიახლე, რომელიც კახა კალაძემ რამდენიმე წუთის წინ გააჟღერა
1770191727
ბრიუსელს საკმარისზე მეტი დრო ჰქონდა, ქართული საზოგადოებისთვის თავისი პოზიცია მკაფიოდ განემარტა იმ პროცესების თაობაზე, რაც საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ქვეყანაში მიმდინარეობდა სწორედ იმ ჯგუფების მიერ, ვინც ფინანსდება და მხარდაჭერილია ბრიუსელის მიერ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
მახაშვილის თქმით, „ბრიუსელში ეს შესაძლებლობა ჰქონდათ, მაგრამ თავიანთი დუმილით თქვეს, რომ თურმე ნორმაა, რომ შეგიძლია, ხელისუფლების ძალადობრივი დამხობა განახორციელო“.
„ეს არის ის, რასაც ბრიუსელი ქართულ საზოგადოებას ეუბნება. ორაზროვანი საუბრის დრო აღარ არის, ყველაფერს თავისი სახელი უნდა დაერქვას – ბრიუსელმა თავის ქმედებებს თავისი დუმილით და სიჩუმით სახელი დაარქვა“, – განაცხადა ლევან მახაშვილმა.