ძალადობაში ბრალდებული ხატია ვიბლიანის განაჩენი ცნობილია
1766139720
კაია კალასმა ფაქტობრივად აღიარა, რომ ისინი მხარს უჭერენ საქართველოში არა მოსახლეობას, უმრავლესობის მიერ არჩეულ ხელისუფლებას, დემოკრატიას და არჩევნებს, არამედ იმ ძალადობას, რომელიც საზოგადოებამ იხილა, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა განუცხადა.
ლევან მახაშვილს დაუსვეს კითხვა ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში კაია კალასის განცხადებაზე, რომ მხარს უჭერს არა საქართველოს ხელისუფლებას, არამედ ქართველ ხალხს.
ლევან მახაშვილის თქმით, ქართულ საზოგადოებას კაია კალასისგან მსგავსი განცხადება პირველად არ ესმის და ეს სიახლე არ არის.
„სამწუხაროდ, რასაც ისინი მხარს უჭერენ, ჩვენმა საზოგადოებამ ნახა. ისინი მხარს იმ ხალხს უჭერენ, ვისთვის ნორმალური და მისაღებია დემოკრატიულ ინსტიტუტებზე შეტევა, დაწვა, მოლოტოვის კოქტეილების სროლა, ჩამოგდება და დამხობის მცდელობა“, – განაცხადა ლევან მახაშვილმა.