ლევან მახაშვილი: გიორგი გახარიასგან „უჩინარ ხელსა“ და „უჩინარ ადამიანზე“ საუბრისას მოვისმინეთ, რომ მის გადაწყვეტილებებზე უცხოური ძალები ახდენდნენ გავლენას

ლევან მახაშვილი

გიორგი გახარიასგან „უჩინარ ხელსა“ და „უჩინარ ადამიანზე“ საუბრისას მოვისმინეთ, რომ მის გადაწყვეტილებებზე უცხოური ძალები ახდენდნენ გავლენას, – ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, გახარია უცხოური ძალების დაკვეთით მოქმედებდა.

„გიორგი გახარიასგან ბევრი ჭორ-მართალი მოვისმინეთ. როცა „უჩინარ ხელსა“ და „უჩინარ ადამიანზე“ საუბრობს, მისგან სწორედ ეს მოვისმინეთ, რომ უცხოური ძალები იყვნენ, რომლებიც მასზე და მისი გადაწყვეტილების მიღებაზე გავლენას ახდენდნენ. გახარია მოქმედებდა არა იმის მიხედვით, რა გადაწყვეტილებაც მიიღეს გუნდის შიგნით, არამედ უცხო ქვეყნის გავლენით და დაკვეთით. ამაზე ყოველთვის ვსაუბრობდით. მნიშვნელოვანია, რომ მომავლისთვის ყველამ კარგად გაითვალისწინოს, რომ ერთადერთი, რაც შეიძლება მან გააკეთოს, არის არა უცხო ძალის ნაბიჯები და ინსტრუქციით ქმედება, არამედ ქვეყნის დაკვეთით მოქმედება“, – განაცხადა მახაშვილმა.