„მოსალოდნელია დღეიდან, 15 ივნისამდე...“ - ვრცელდება გოგა მანიას ახალი წინასწარმეტყველება
1746383868
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი გერმანიის მიერ საქართველოსთან სახელმწიფო პროექტების შეჩერების გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.
„მსგავსი განცხადებები არაერთხელ მოვისმინეთ სხვადასხვა ელჩისგან, თუნდაც ამავე [გერმანიის] ელჩისგან. სიმართლე რომ გითხრათ, ეს არ არის არც მეგობრული და არც საფუძვლიანი გადაწყვეტილებები. ვინც უნდათ ის დააფინანსონ, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, აქ უნდა იყოს გაცემული პასუხები რამდენიმე მნიშვნელოვან კითხვაზე - რამდენად ანგარიშვალდებული იქნება, ან რამდენად გამჭვირვალე იქნება ეს დაფინანსება, რადგან სხვა შემთხვევაში, საქართველოს მოსახლეობამ არაერთხელ ნახა, რომ მსგავსი ტიპის დაფინანსება ხშირად იყო გამოყენებული საქართველოს პოლიტიკურ სივრცეში პოლიტიკური რადიკალიზაციისთვის“, - აღნიშნა მახაშვილმა.
237 მილიონი ევროს ღირებულების პროექტებს შეწყვეტასთან დაკავშირებით პიტერ ფიშერმა იქსზე დაწერა.