ლევან მახაშვილი: გამოიკვეთა პრობლემების ის მასშტაბები, რომლის წინაშეც დღეს საქართველო დგას. ყველა ეს ინიციატივა მიმართულია იმისკენ, რომ სახელმწიფო ინსტიტუტები იყოს გამართულად ფუნქციონირებადი და საზოგადოებაც იყოს ინფორმირებული

ლევან მახაშვილი

ყველა ეს ინიციატივა მიმართულია იმისკენ, რომ საქართველოს სახელმწიფო ინსტიტუტები იყვნენ გამართულად ფუნქციონირებადნი და საზოგადოებაც იყოს ინფორმირებული, - განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა მმართველი გუნდის მიერ პარლამენტში დაინიცირებულ კანონპროექტებზე საუბრისას.

„საერთო ჯამში, ამ ცვლილებების მიზანია, რომ საქართველოს სახელმწიფო ინსტიტუტები და საზოგადოება იყოს მაქსიმალურად მედეგი და ჰქონდეს იმ გამოწვევების მიმართ ეფექტიანი რეაგირების შესაძლებლობები, რა გამოწვევებიც ჩვენ ვნახეთ განსაკუთრებით usaid-ის სკანდალი შემდეგ. გამოიკვეთა პრობლემების ის მასშტაბები, რომლის წინაშეც დღეს საქართველო დგას ამიტომ ყველა ეს ინიციატივა მიმართულია იმისკენ, რომ საქართველოს სახელმწიფო ინსტიტუტები იყვნენ გამართულად ფუნქციონირებადნი და საზოგადოებაც იყოს ინფორმირებული“, - აღნიშნა მახაშვილმა.

პარლამენტში დღეს პლენარული სხდომა გაიმართება. სავარაუდოდ მესამე მოსმენით მტკიცდება ამერიკული ფარას ზუსტი ანალოგი და მაუწყებლობის შესახებ კანონში შესატანი ცვლილებები, რომელიც მედიასტანდარტების რეგულირებას ემსახურება. სისხლის სამართლის კოდექსში ბრუნდება „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ხელისუფლებაში ყოფნის დროს გაუქმებული „სამშობლოს ღალატის მუხლი". საკანონმდებლო დონეზე უქმდება სიტყვა გენდერი. საპარლამენტო საქმიანობაში გადაწყვეტილებების მიღების პროცესში უქმდება არასამთავრობო ორგანიზაციების სავალდებულო მონაწილეობა. მიმდინარე კვირაშივე დეპუტატები მეორე მოსმენით იმსჯელებენ ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლისთვის მომზადებულ საკანონმდებლო პაკეტზეც.