„ბარაქისთვის გირჩევთ მხოლოდ ერთ რაღაცას, ზუსტად 12 საათზე მიირთვით...“ - გოგა მანიას რჩევები
1766434029
პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი, არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივ წერილს ეხმაურება. საუბარია განცხადებაზე, რომლითაც „ენჯეოებმა“ გაეროს ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციის (OPCW) გენერალურ დირექტორს მიმართეს.
მისი თქმით, შესაბამისმა უწყებებმა ყველა კითხვას გასცეს პასუხი და ეს არის მცდელობა, რომ როგორმე არასამთავრობო ორგანიზაციებმა ეს თემა კვლავ გააცოცხლონ.
„შესაბამისმა უწყებებმა ყველაფერს თავის პასუხი გასცეს, რასაც ამის შემდგომ ვხედავთ არის დაბნეულობა, თემის გაცოცხლება, თემის წამოწევა, როგორმე გაცოცხლება ამ თემის მაგრამ ყველაფერს თავისი პასუხი გაეცა. ისინიც დარწმუნდნენ, რომ ეს არის ჩვეულებრივი სიყალბე და არაფერი ამ სიყალბის უკან, კონკრეტული ფაქტი, მტკიცებულება, რომელიც შეიძლება სხვა რამეს მიუთითებდეს არ არსებობს“, - განაცხადა ლევან მახაშვილმა.