„მოსალოდნელია დღეიდან, 15 ივნისამდე...“ - ვრცელდება გოგა მანიას ახალი წინასწარმეტყველება
1746383868
როდესაც ეს ადამიანი აკეთებს მსგავსი ტიპის განცხადებებს ერთადერთი კითხვა, რაც მიჩნდება არის ეს, რომ მისგან გავიგო ძალიან მკაფიო პოზიცია მაშინ, როდესაც რეალურად ესხმიან თავს ჟურნალისტებს, - განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა, დიდი ბრიტანეთის ელჩის ვიდეო-მიმართვასთან დაკავშირებით.
მისი თქმით, სასურველია, რომ ბრიტანეთის ელჩმა მსგავსი განცხადებები გააკეთოს მაშინ, როდესაც თავს რეალურად ესხმიან მედიის წარმომადგენლებს.
„როგორც დიდი ბრიტანეთის ელჩისგან, ასევე, მისი კოლეგებისგან ვისურვებდი ძალიან მკაფიო პოზიციას, როდესაც „იმედის“ ჟურნალისტებზე ქუჩაში ძალადობენ, როდესაც „იმედის“, როგორც არხის დასანქცირებას და ფინანსურ განადგურებაზე ლაპარაკობენ, როდესაც „პირველ არხს“ პირდაპირ ოფისებში უვარდებიან და პირდაპირ ეთერებში უვარდებიან, ამ დროს ვისურვებდი დიდი ბრიტანეთის ელჩის და მისი კოლეგების ძალიან მკაფიო განცხადებებს. არა პირში წყლის ჩაგუბებას, პროცესების მიშვებას და ამით წახალისებას. როდესაც ეს ადამიანი, დიდი პატივისცემის მიუხედავად აკეთებს მსგავსი ტიპის განცხადებებს, ერთადერთი კითხვა, რაც მიჩნდება არის ეს, რომ მისგან გავიგო ძალიან მკაფიო პოზიცია მაშინ, როდესაც რეალურად ესხმიან თავს ჟურნალისტებს“, - განაცხადა ლევან მახაშვილმა.
ცნობისთვის, თავისუფალი პრესის მსოფლიო დღეზე, ბრიტანეთის საელჩომ ელჩის მიმართვა გაავრცელა. წუთიანი ვიდეო ცრუ ნარატივებს შეიცავს. ბრიტანეთის ელჩი შეშფოთებას გამოთქვამს ფაქტებზე, რომელიც რეალობას არ ასახავს.