ლევან მახაშვილი: 4 ოქტომბერს აქციაზე მისული ნებისმიერი პიროვნების სურვილი იყო ხელისუფლების დამხობა, შემდეგ გამიჯვნა დაიწყეს, რაც პასუხისმგებლობიდან გაქცევაა

ლევან მახაშვილი

მოსახლეობას ვეუბნებოდით, რომ 4 ოქტომბერი, სახელმწიფოებრივი თვალსაზრისით, მშვიდად, წყნარად ჩაივლიდა და ასეც მოხდა, – ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა განაცხადა.

მახაშვილის თქმით, 4 ოქტომბერი არა სპონტანური პროცესი, არამედ სახელმწიფო ხელისუფლების დამხობის აქცია იყო.

„მათი გადმოსახედიდან დიადი მიზნით იყო შესრულებული, მაგრამ რეალურად, უფხოდ და უნიათოდ, როგორც ერთ-ერთ ლიტერატურულ ნაწარმოებშია „ხმამაღლა წაკითხული გადატრიალების მცდელობა“. მოსახლეობას ვეუბნებოდით, რომ 4 ოქტომბერი, სახელმწიფოებრივი თვალსაზრისით, მშვიდად, წყნარად ჩაივლიდა. ასეც მოხდა. შფოთის შემოტანა ვინც სცადა, რა თქმა უნდა, მათთვის 4 ოქტომბერი მშვიდობიანად ვერ დასრულდებოდა. შემდგომ დღეებს ზოგიერთი მათგანი პენიტენციურ დაწესებულებაში გაატარებს. 4 ოქტომბერი არა სპონტანური პროცესი, არამედ სახელმწიფო ხელისუფლების დამხობის აქცია იყო. ამიტომ, იქ მისული ნებისმიერი პიროვნება მონაწილე და მსურველი იყო ხელისუფლების დამხობის. შემდეგ გამიჯვნა დაიწყეს, რაც უბრალოდ პასუხისმგებლობიდან გაქცევაა. გემი როდესაც იძირება, ყველა ცდილობს, თავს უშველოს. ახლა ისე გამოდის, თითქოს, ამ პროცესში დამნაშავეები მარტო პაატა ბურჭულაძე, პაატა მანჯგალაძე და სხვები არიან. რა თქმა უნდა, ყველას თავისი წილი აქვს“, – განაცხადა ლევან მახაშვილმა.