ლევან მაჭავარიანი: როდესაც საქართველოზე მოხსენება თუ დებატები იმართება, 720 დეპუტატიდან 20 დეპუტატიც არ რჩება დარბაზში. დავალება აქვთ მიცემული, რომ თქვენ გადით, ყავა დალიეთ, არაფერი მოისმინოთ, მაგრამ, რომ შემოხვალთ, რეზოლუციას მხარი დაუჭირეთო

ლევან მაჭავარიანი

როდესაც საქართველოზე მოხსენება თუ დებატები იმართება, 720 დეპუტატიდან 20 დეპუტატიც არ რჩება დარბაზში. დავალება აქვთ მიცემული, რომ თქვენ გადით, ყავა დალიეთ, არაფერი მოისმინოთ, მაგრამ, რომ შემოხვალთ, რეზოლუციას მხარი დაუჭირეთო, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილე ლევან მაჭავარიანმა გადაცემაში „დღის ქრონიკა“.

„გათავხედებულ ადამიანებს ჰგონიათ, სხვა ქვეყანაში რომ გასდით, საქართველოშიც გაუვათ. იმავე რასა იუკნევჩიენემ ჩვენს ამომრჩეველს უწოდა ინფექცია, თუ ბაქტერია. ამაზე შეურაცხმყოფელი რა უნდა იყოს?! ადამიანი, რომელიც მიხეილ როთის ცხოვრებით ცხოვრობს, გამოდის და კიდევ რაღაცებს იმუქრება.

ევროპარლამენტარების ნაწილმა ირანი არ იცის, სად არის, ვისზე ვსაუბრობთ საერთოდ?! საქართველოზეც არაფერი იციან. როდესაც საქართველოზე მოხსენება თუ დებატები იმართება, 720 დეპუტატიდან 20 დეპუტატიც არ რჩება დარბაზში. დავალება აქვთ მიცემული, რომ თქვენ გადით, ყავა დალიეთ, არაფერი მოისმინოთ, მაგრამ რომ შემოხვალთ, რეზოლუციას მხარი დაუჭირეთო. ინადგურებენ თავიანთ რეპუტაციას“, - აღნიშნა მაჭავარიანმა.

✕