არქეოლოგებმა გევერნიკის ციხეში ქართველი მეფის, აშოტ დიდი, კურაპალატის საფლავი აღმოაჩინეს
1759929047
ლევან მაჭავარიანი ხელისუფლების დამხობის მცდელობის შემდეგ გამოქვეყნებულ ეუთო/ ოდირმა განცხადება ეხმიანება. პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილე აცხადებს, რომ ფაქტზე მიმდინარე გამოძიება საქართველოს შიდა საქმეა.
„ამ შემთხვევაშიც ვხედავთ მიკერძოებულ განცხადებას, თან რაღაც ურთიერთგამომრიცხავი წინადადებები ეწერა. საერთოდ, რატომ ერევიან ჩვენს შიდა საქმეებში? რა ეუთო/ოდირის საქმეა ის გამოძიება, რაც მიმდინარეობს? გაუგებარია. თუმცა კიდევ ერთხელ შევახსენებ, რომ კარგად გადაახვიონ კადრები და ნახონ, თუ როგორი შტურმი ხორციელდებოდა პრეზიდენტის სასახლეზე. იქ იყო პირდაპირი დამხობის გეგმა, რომელიც ჩავარდა, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენმა სამართალდამცავმა უწყებებმა ძალიან მაღალი პროფესიონალიზმით იმუშავეს“, - განაცხადა მაჭავარიანმა.
ეუთო საქართველოში ბოლო ადგილობრივი არჩევნების შემდეგ განვითარებულ მოვლენებზე განცხადებას ავრცელებს, სადაც ერთდროულად გამოხატავს შეშფოთებას ძალადობრივი საპროტესტო აქციების გამო და ამავე დროს მოუწოდებს ხელისუფლებას, პატივი სცეს მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების უფლებებს.