"ორმა საათმა გადაწყვიტა ყველაფერი. დარეკეს, სამწუხაროდ, ვერაფერი ვერ გავაკეთეთო..." - ნუგზარ კვაშალი
1760987297
თუ 30 ადამიანია, შეუძლიათ, ტროტუარზე დადგნენ და გააპროტესტონ, რაც უნდათ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ლევან მაჭავარიანმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
მისივე თქმით, ქუჩის გადაკეტვისთვის ადმინისტრაციულ პატიმრობაში ალოგიკური არაფერია.
„მსოფლიოს წამყვან დემოკრატიულ ქვეყნებში ადამიანები ცენტრალურ გამზირს სად კეტავენ მაშინ, როცა მათი რაოდენობა საკმარისი არ არის. თუ 30-50 ადამიანი ქუჩას კეტავს მაშინ, როცა ტროტუარზე აბსოლუტურად თავისუფლად ეტევა, ამ დროს ჩვენი ქალაქის მოსახლეობაზე ძალადობენ, ამას ვერ დავუშვებთ. დიდი ხანი ვაცადეთ, მაგრამ ვნახეთ, რომ ის კანონი პრევენციულ ხასიათს ვერ ატარებდა და გავამკაცრეთ. ადმინისტრაციული დაპატიმრება იქნება, ალოგიკურს არაფერს ვამბობთ. თუ 30 ადამიანია, შეუძლიათ, ტროტუარზე დადგნენ და გააპროტესტონ, რაც უნდათ“, – განაცხადა მაჭავარიანმა.