ლევან მაჭავარიანი: „ქართული ოცნებისთვის“ მიცემული ხმა ნიშნავს, რომ ხმა მისცე საქართველოს დამოუკიდებლობასა და სუვერენიტეტს

ლევან მაჭავარიანი

მგონი ევრობიუროკრატებმა ჩვენი ერის ისტორია, ხასიათი და იდენტობა არ იციან. ქართველებმა დაახლოებით 17 საუკუნის წინ მოვახდინეთ იდენტიფიცირება ჩვენს სულიერ თავგადასავალთან და ჩამოყალიბდა ჩვენი იდენტობა. ეს არის ჩვენი მამული, ენა და სარწმუნოება და ჩვენ ამას ბოლომდე ვიცავთ. ეს ჩვენს სისხლშია და ჩვენი გენეტიკური კოდის განუყოფელი ნაწილია, ხოლო ქართველების ხასიათი და როლი ჩვენმა ისტორიამ ჩამოაყალიბა. კარგად გადახედონ ჩვენს ისტორიას. 3-ათასწლოვანი უწყვეტი გენის ერი ვართ. ჩვენი ხასიათი არის მებრძოლი ხასიათი. ჩვენი როლი არის ბრძოლა თავისუფლებისთვის და დამოუკიდებლობისთვის, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა პლენარულ სხდომაზე.

მისივე თქმით, სწორედ ამან გამოიწვია ის, რომ ზუსტად იგივე ერთობა იყო არჩევნების წინ და მილიონ ასი ათასზე მეტი მხარდამჭერი მოვიდა თვითმმართველობის არჩევნებზე.

„მათ ხმა მისცეს საქართველოს. „ქართული ოცნებისთვის“ მიცემული ხმა ნიშნავს, რომ ხმა მისცე საქართველოს დამოუკიდებლობასა და სუვერენიტეტს, ხმა მისცე მშვიდობას საქართველოში, ჩვენი იდენტობის, ტრადიციებისა და კულტურის შენარჩუნებასა და გამყარებას. აქედან გამომდინარე, ჩემო ძვირფასო თანამემამულეებო, ჩემო პატრიოტებო, გპირდებით, რომ ვიდრე გვერდში ვედგებით გამორიცხულია ჩვენ ერთ ადგილზე გავჩერდეთ. არც ერთი ნაბიჯი მარჯვნივ, არც ერთი ნაბიჯი მარცხნივ და მით უმეტეს, არც ერთი ნაბიჯი უკან, მხოლოდ წინ, უფრო მეტი დამოუკიდებლებისკენ, სუვერენიტეტისა და წარმატებისკენ“, - აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა.