ლევან მაჭავარიანი ოპოზიციაზე: მე არ მინდა მჯეროდეს, რომ ამ ხალხს უხარია ტრაგედია ჩვენ ქვეყანაში, მაგრამ სამწუხაროდ ყველაფერი ამაზე მეტყველებს

ლევან მაჭავარიანი

მე არ მინდა მჯეროდეს, რომ ამ ხალხს უხარია ტრაგედია ჩვენ ქვეყანაში, მაგრამ სამწუხაროდ ყველაფერი ამაზე მეტყველებს, - განაცხადა განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა, სტიქიასთან დაკავშირებით ოპონენტების კომენტარების შეფასებისას.

„ამას იყენებს ოპოზიცია, რომ აჟიოტაჟი შემოიტანონ საზოგადოებაში, რომ დაზაფროს საზოგადოება, რომ გაავრცელოთ დეზინფორმაცია. ჩვენ პირდაპირ ვუყურებთ, რა დეზინფორმაციები ვრცელდება სხვადასხვა ოპოზიციური ტელევიზიით. მე არ მინდა მჯეროდეს, რომ ამ ხალხს უხარია ტრაგედია ჩვენ ქვეყანაში, მაგრამ სამწუხაროდ ყველაფერი ამაზე მეტყველებს. მე მინდა, რომ ძალიან ვცდებოდი ამას როდესაც ვაცხადებ“, - განაცხადა მაჭავარიანმა.