პროკურატურა განცხადებას ავრცელებს
1759603217
მთელი საქართველო დაცულია. ჩვენს მოქალაქეებს შეუძლიათ, მშვიდად დაიძინონ, გეკა გელაძე აკონტროლებს ვითარებას, მამუკა მდინარაძე კი, ქვეყნის უსაფრთხოებას, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ლევან მაჭავარიანმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
მაჭავარიანის თქმით, ოპოზიცია უმძიმეს მდგომარეობაშია.
„როგორც ისინი იქცევიან, სისხლის სამართლის დანაშაულია, კრიმინალია. ამას შესაბამისი უწყებები მისცემენ შეფასებას. შესაბამისი უწყებები დაარეგულირებენ ვითარებას. ვხედავთ, რომ დღეს, არჩევნების დამთავრებამდე ისინი გადავიდნენ აგრესიაზე, მოქმედებებზე. რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს სამართლებრივი პასუხი გაეცემა. მინდა, ვუთხრა, რომ მთელი საქართველო დაცულია. ჩვენს მოქალაქეებს შეუძლიათ, მშვიდად დაიძინონ, იქიდან გამომდინარე, რომ გეკა გელაძე აკონტროლებს სიტუაციას, მამუკა მდინარაძე კი, ქვეყნის უსაფრთხოებას“, – აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა.