ლევან მაჭავარიანი მარკო რუბიოს განცხადებაზე: თუ გინდა ქვეყანას დაეხმარო, ქვეყანას უნდა ჩაურიცხო კონკრეტული თანხა და არა რაღაც ენჯეოს, რომელიც ქვეყანაში გაუგებარი საქმიანობით არის დაკავებული

ლევან მაჭავარიანი

თუ გინდა ქვეყანას დაეხმარო, ქვეყანას უნდა ჩაურიცხო კონკრეტული თანხა იგივე გრანტის სახით და არა რაღაც ენჯეოს, რომელიც ქვეყანაში გაუგებარი საქმიანობით არის დაკავებული, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა. ამ კომენტარით დეპუტატი გამოეხმაურა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს განცხადებას, რომლის თანახმად, აშშ არა მესამე სექტორს, არამედ მთავრობებს დააფინანსებს.

„ენჯეოების დაფინანსებაზე ჩვენ ძალიან დიდი ხანია ვსაუბრობთ, როდესაც სხვადასხვა ქვეყნები გვაყვედრიან, რომ რაღაცა ტიპის თანხები ირიცხება და ირიცხება რეალურად ქალბატონ გიგაურთან და ქალბატონ ლომჯარიასთან. ეს ჩვენი ქვეყნის დახმარება საერთოდ არ არის და ამას ადასტურებს ბატონი რუბიოს განცხადებაც, რომ თუ გინდა ქვეყანას დაეხმარო, ქვეყანას უნდა ჩაურიცხო კონკრეტული თანხა იგივე გრანტის სახით და არა რაღაც ენჯეოს, რომელიც გაუგებარი საქმიანობით არის დაკავებული ქვეყანაში“, - აღნიშნა მაჭავარიანმა.