როდემდე გაგრძელდება ცივი და ნალექიანი ამინდი - განახლებული პროგნოზი
1768385335
ყოვლად უპასუხისმგებლო განცხადებაა, როდესაც ქვეყნის პოლიტიკური ლიდერი პირდაპირ აცხადებს, რომ მზად არის, დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი დათმოს, სხვა ქვეყანას შეუერთდეს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.
მაჭავარიანის თქმით, მაია სანდუს დამოკიდებულება მეტყველებს, რომ მზად არის, გააქროს თავისი ქვეყნის იდენტობა.
„არ მგონია, რომ ამაზე პოზიტიური რეაქცია ჰქონდეს მოლდოვის მოსახლეობას. გახსოვთ, ქალბატონმა სანდუმაც სულ რამდენიმე ხმით მოიგო, ბეწვზეა გადარჩენილი და ეს მოლდოვაში ნეგატიურ გავლენებს კიდევ უფრო გაზრდის. საკუთარი ქვეყნის მიმართ ასეთი დამოკიდებულება მეტყველებს, რომ ეს ადამიანი მზად არის, მთლიანად ჩააბაროს თავისი ქვეყნის სუვერენიტეტი, გააქროს თავისი ქვეყნის იდენტობა. რა თქმა უნდა, ჩვენთვის ეს კატეგორიულად მიუღებელია. „ქართული ოცნება“ აბსოლუტურად საპირისპირო პოლიტიკას ვატარებთ და სწორედ ამიტომ გვაკრიტიკებენ ევრობიუროკრატები“, – განაცხადა მაჭავარიანმა.
ცნობისთვის, მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ განაცხადა, რომ ქვეყნის რუმინეთთან გაერთიანებას მხარს დაუჭერდა.
„ისეთი პატარა ქვეყნისთვის, როგორიც მოლდოვაა, უფრო და უფრო რთული ხდება, გადარჩეს, როგორც სუვერენული ქვეყანა“, – განაცხადა სანდუმ.